logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა ხატია დეკანოიძეზე: ასეთი არაფერი გამიგია, როგორ არ უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის წარმატება. ამ ქალბატონმა ეტყობა მართლა დაიჯერა, მიშას და ავაკოვის ხელის გოგო თუ იყო, დიდი პოლიტიკოსია
- +

27 ოქტომბერი. 2022. 22:31

 

 

„რეებს ბოდავს, რა პრორუსი, რის პრორუსი, მაშინ არ იყო ორბანი პრორუსი, კოდუები, ახალაიები, უდესიანები და ადეიშვილები რომ შეიფარა?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი უნგრეთის ხელისუფლების პრორუსული დამოკიდებულების იდენტურია.

 

როგორც ფოჩხუა წერს, ჯობია დეკანოიძემ პარტიას მიხედოს, ხუხულასავით თავზე რომ ჩამოეშალათ.

 

„ასეთი არაფერი გამიგია, როგორ არ უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის წარმატება. ამ ქალბატონმა ეტყობა მართლა დაიჯერა, მიშას და ავაკოვის ხელის გოგო თუ იყო, დიდი პოლიტიკოსია. რეებს ბოდავს, რა პრორუსი, რის პრორუსი, მაშინ არ იყო ორბანი პრორუსი, კოდუები, ახალაიები, უდესიანები და ადეიშვილები რომ შეიფარა? გაგიჟებულები არიან, ენგრევათ უკანასკნელი მითი ჩვენი ხელისუფლების პრორუსობაზე. პარტიას რომ მიხედოს ის სჯობია ხუხულასავით რომ ჩამოეშალათ თავზე“, - წერს ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner