logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ხატია დეკანოიძის განცხადებაზე: უნგრეთის პრემიერი „ნაცების“ საყვარელი პოლიტიკოსი იყო, მაშინ როცა ადეიშვილს და მიშას მფარველობდა, დღეს კი, პრორუსი გახდა
- +

27 ოქტომბერი. 2022. 20:12

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი უნგრეთის ხელისუფლების პრორუსული დამოკიდებულების იდენტურია.

 

ექსპერტის თქმით, ეს არის ომის და ღალატის პარტიის რეალური, ორმაგი სახე.

 

„რა უცნაურია ცხოვრება - იყო დრო, როდესაც უნგრეთის პრემიერი ნაცების საყვარელი პოლიტიკოსი იყო, მაშინ როცა ადეიშვილს და მიშას მფარველობდა. დღეს კი, პრორუსი გახდა... ეს არის ომის და ღალატის პარტიის რეალური, ორმაგი სახე“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner