ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი უნგრეთის ხელისუფლების პრორუსული დამოკიდებულების იდენტურია.
ექსპერტის თქმით, ეს არის ომის და ღალატის პარტიის რეალური, ორმაგი სახე.
„რა უცნაურია ცხოვრება - იყო დრო, როდესაც უნგრეთის პრემიერი ნაცების საყვარელი პოლიტიკოსი იყო, მაშინ როცა ადეიშვილს და მიშას მფარველობდა. დღეს კი, პრორუსი გახდა... ეს არის ომის და ღალატის პარტიის რეალური, ორმაგი სახე“, - წერს ნიკოლეიშვილი.