logo_geo
eng_logo
დიმიტრი გვრიტიშვილი: არასერიოზულია ის განცხადებები, რომ გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს სურს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში არჩევა აბრკოლებს ამ პროცესს
- +

28 ოქტომბერი. 2022. 00:32

 

 

არასერიოზული მგონია ის განცხადებები, რომ გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს სურს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში არჩევა აბრკოლებს ამ პროცესს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის კვლევა „კანონის უზენაესობის ინდექსი 2022 წლისთვის“. ამ კვლევიდან გამოჩნდა, რომ საქართველო, რომელმაც კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო, ამ კვლევის შედეგებით 6 სახელმწიფო, ვისაც აქვს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველო ყველას უსწრებს ამ ინდექსით, უსწრებს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას: ბულგარეთსა და უნგრეთს, ამ ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ნატოს სახელმწიფოების 5 წევრს“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner