„არასერიოზული მგონია ის განცხადებები, რომ გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს სურს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში არჩევა აბრკოლებს ამ პროცესს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის კვლევა „კანონის უზენაესობის ინდექსი 2022 წლისთვის“. ამ კვლევიდან გამოჩნდა, რომ საქართველო, რომელმაც კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო, ამ კვლევის შედეგებით 6 სახელმწიფო, ვისაც აქვს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველო ყველას უსწრებს ამ ინდექსით, უსწრებს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას: ბულგარეთსა და უნგრეთს, ამ ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ნატოს სახელმწიფოების 5 წევრს“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.