logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: არესტოვიჩების და გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები ითხოვენ მეცენატების დასანქცირებას! ამიტომაც, ჩვენ დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ!
- +

28 ოქტომბერი. 2022. 12:21

"არესტოვიჩების, პოდოლიაკების, დანილოვების, გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები და ითხოვენ მეცენატების, კაცთმოყვარეების, ვაჟკაცების, პიროვნებების სიკეთის მკეთებლების დასანქცირებას! ბოლო ხანს კი ცალკეული ქვეყნების ოკუპაციაც კი მოინდომეს!"- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისი თქმით შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ბნელეთის მოციქულები შუასაუკუნეების ინკვიზატორებიდან გადმოხვეწილ-შემორჩენილი ელემენტებია!

„გუშინ ვუსმინე გონიერი კაცის, ბნ დავით მაღრაძის გამოსვლას, სადაც მან ისაუბრა თუ რა უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა კაცობრიობა დღევანდელმა გადაგვარებულმა ლიბერესტიზმად ქცეულმა ლიბერალურმა-დემოკრატიამ!
სადაც ასპარეზი მიეცათ და გამოდიან: არესტოვიჩების, პოდოლიაკების, დანილოვების, გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები და ითხოვენ მეცენატების, კაცთმოყვარეების, ვაჟკაცების, პიროვნებების სიკეთის მკეთებლების დასანქცირებას!
ბოლო ხანს კი ცალკეული ქვეყნების ოკუპაციაც კი მოინდომეს!
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ბნელეთის მოციქულები შუასაუკუნეების ინკვიზატორებიდან გადმოხვეწილ-შემორჩენილი ელემენტებია!
ამიტომაც ამ მართლაცდა ბნელეთის წარმომადგენლებსა და უმადურებს (და არავითარ შემთხვევაში უკრაინელ ხალხს) ჩვენც და სხვებმაც დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ!“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner