უკრაინის პარლამენტში განაცხადეს, რომ დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს არ აქვს უფლებამოსილება, პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წარმოადგინოს.
უკრაინის პარლამენტის აპარატის განცხადებით, გონჩარენკოს კოსოვოში ვიზიტი მისი ინიციატივაა და მას არ აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტი კოსოვოში.
„ალექსეი გონჩარენკოს ეს ვიზიტი მისივე ინიციატივაა. ალექსეი გონჩარენკოს კოსოვოში ვიზის კერძო ხასიათი აქვს. უკრაინის პარლამენტს ან მის რომელიმე ორგანოს არ მიუნიჭებია უფლებამოსილება არცერთი დეპუტატისთვის, კერძოდ ალექსეი გონჩარენკოსთვის, წარმოედგინა უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პარლამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინის პარლამენტის პოზიცია საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით მიიღება კოლეგიალურად.
27 ოქტომბერს, ალექსეი გონჩარენკო სიტყვით გამოვიდა ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ასამბლეაში, რაც უკრაინელი პარლამენტარის პირველი გამოსვლა იყო კოსოვოს პარლამენტში.