logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ჩოხატაურის სპორტსკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნო
- +

28 ოქტომბერი. 2022. 12:34

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩოხატაურში მდებარე სპორტსკოლა დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. თეა წულუკიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსკოლაში არსებული საჭიროებები განიხილეს. როგორც აღინიშნა, ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრს აღდგენა და ინვენტარიზაცია სჭირდება, რისი სახსრებიც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.

ჩოხატაურის სპორტსკოლასა და მის ტერიტორიას განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, რადგან სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობის საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის სპორტსკოლაში ცხრა სპორტული წრეა და მათში 300-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner