logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის
- +

25 აგვისტო. 2016. 15:20



თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.



მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო", - ნათქვამია დავით ნარმანიას „facebook"-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს „მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მერიის კრიტიკა მოყვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner