logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში
- +

28 ოქტომბერი. 2022. 13:08

შალვა პაპუაშვილი კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.

გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი.
საქართველო
✅ პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის,
✅ უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს,
✅ უსწრებს ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას,
✅ უსწრებს ნატოს წევრ 5 ქვეყანას.
აქვე გავიხსენოთ, რომ
✅ საქართველო მსოფლიოში პირველია ღია ბიუჯეტის რეიტინგში (შესაბამისად, უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას),
✅ კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.
ნიშანდობლივია, რომ ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა - საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას - ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აწია თანხმობის ნიშნად ხელი.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) ეს რეიტინგი რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად დგება:
▪️ორგანიზაცია ატარებს ქვეყნებში ექსპერტების და მოსახლეობის გამოკითხვას,
▪️კვლევის მეთოდოლოგიას ამოწმებს ევროკავშირის კომისიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით
▪️კვლევის შედეგების ვალიდურობას ამოწმებს სხვა წამყვან რეიტინგებთან შედარებით (ფრიდომ ჰაუსის მსოფლიო თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვრივალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, აშშ-ის ადამიანის უფლებების ანგარიში, ამნესტი ინთერნეიშენალის და სხვა მსგავსი ანგარიშები)“, - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner