logo_geo
eng_logo
„ეს პრეცედენტი გამოიწვევს პაციენტის განსაცდელში მიტოვებას და პაციენტის საუკეთესო ინტერესების დარღვევას“ - რას პასუხობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ექთნის ბრალდებებს
- +

28 ოქტომბერი. 2022. 15:00

 

 

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილება ექთან ნინო კვაჭაძის კლინიკიდან გათავისუფლების შესახებ. კლინიკა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განცხადებას აქვეყნებს:

სასამართლო დავა არ სრულდება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყეტილებით, რომელიც გამოიწვევს პაციენტის განსაცდელში მიტოვებას და პაციენტის საუკეთესო ინტერესების  დარღვევას.

 

სამწუხაროდ, ექთანი ნინო კვაჭაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გათავისუფლებულია უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა მისი მხრიდან პაციენტების უყურადღებოდ მიტოვებაში. ეს არ იყო პირველი დისციპლინარული უხეში გადაცდომა, რომელიც გახდა საფუძველი მისი კლინიკიდან გათავისუფლებისა, კერძოდ: მას 2015 წლიდან ჰქონდა არაერთხელ მიღებული სიტყვიერი გაფრთხილება. მის მიმართ გათავისუფლებამდე გამოყენებულია ხუთი დისციპლინარული ღონისძიება - გაფრთხილება და საყვედურები. ასეევე, დაფიქსირებულია თერაპია-კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა ინტენსიური თერაპიის ექთან ნინო კვაჭაძის სამუშაო პროცესზე ვიდეომეთვალყურეობას, რადგან აღნიშნული ექთანი არაერთგზის შემჩნეული იყო პაციენტებთან და თანამშრომლებთან კონფლიქტში, ექიმის მიერ მიცემული მითითებების შეუსრულებლობაში, რაც პირდაპირ გამოიხატებოდა პაციენტის მოვლის ხარისხზე. იგი მუდმივად აგვიანებდა სამსახურში და ასევე აღინიშნებოდა სხვა ფაქტები, რომელიც დასტურდება მოხსენებითი ბარათებებითა და პაციენტების საჩივრებით.

 

ექთანი ნინო კვაჭაძე გამოირჩეოდა პაციენტებისადმი უხეში, უტაქტო და გულრგილი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი დროულად არ ასრულებდა ექიმის მითითებებს პაციენტის  კვების, ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ, რაც მთავარია, არ ასრულებდა ექიმის მითითებას და სასიცოცხლო მედიკამენტების მიცემას პაციენტისთვის, რაც ცალსახად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და არშესრულებას შესაძლოა გამოეწვია პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და  შესაძლო სიკვდილიც კი.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ექთანი ნინო კვაჭაძის მომსახურებით უკმაყოფილო იყო არაერთი პაციენტი,  მათ შორის მოქალაქე ლ. ტ.-ძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ექთანი მისდამი გამოირჩეოდა უხეში დამოკიდებულებით, ესაუბრებოდა ხმამაღალი ტონით, დროულად არ გაუკეთა შესაბამისი კვლევა და მედიკამენტი. ასევე,  უყურადღებობა გამოიჩინა პაციენტ ვ. მ.- ის მიმართ, რამაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება...

 

ექთანი ვალდებულია, მკურნალ ექიმს ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს დაუყოვნებლივ მოახსენოს ინფორმაცია ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აღსანიშნავია, ორივე პაციენტის შემთხვევაში ის, რომ ექთან ნინო კვაჭაძეს მორიგეობის დროს ეძინა. კლინიკაში დამტკიცებული უფლება-მოვალეობების ბრძანების შესაბამისად, ექთანს აკრძალული აქვს პაციენტებთან ერთად ერთ პალატაში ძილი, თანაც საუბარია ინტენსიური პალატის პაციენტებზე.

 

ექთნის მოვალეობაში შედის, დროულად და სწორად შეასრულოს ექიმის დანიშნულება  ასევე, ვალდებულია, ხარჯვის ჟურნალში აღწეროს გახარჯული მედიკამენტები.  2016 წლის 16 სექტემბერს ქალბატონმა ნინო კვაჭაძემ ინტენსიურ პალატაში მორიგეობის დროს არ ჩაწერა მედიკამენტის ხარჯვა შესაბამის ჟურნალში, რამაც გამოიწვია კლინიკის  ფინანსური ზარალი..   

 

კლინიკის შინაგანაწესით, საშუალო სამედიცინო მედპერსონალის სამუშაო საათები იწყება 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე დღის პერსონალისათვის, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია კლინიკის ყველა თანამშრომელი, თუმცაღა ნინო კვაჭაძე სისტემატურად აგვიანებდა სამსახურში ან დროზე ადრე ტოვებდა კლინიკას. აღნიშნული შესახებ შესაბამისი სიტყვიერი თუ სხვა სახის გაფრთხილება და მითითება არაერთხელ მიეცა მას.

 

რაც შეეხება ექთან ნინო კვაჭაძის ურთიერთობას კოლეგებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი ნინო კვაჭაძის პაციენტებისადმი მომსახურების ხარისხის საკითხი, ასევე კოლეგებისადმი დამოკიდებულება. იგი არ ითვალისწინებდა არც განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელის, არც უფროსი ექთნის და მისი ზემდგომი მთავარი ექთნის მითითებებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. კლინიკა ბოლო მომენტამდე კეთილგანწყობილი იყო მისდამი, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ რიგი შემთხვევის დროს შემოვიფარგლებოდით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით. მაგრამ შეუძლებელია, თვალი დახუჭო ისეთ რამეზე, რასაც პაციენტის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფა ჰქვია.

 

სწორედაც, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის მიმართულების ინტენსიურ პალატაში მოთავსებულია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები და ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ ზედამხედველობას სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლის მხირდან. ამ რგოლში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ექთნის როლი. სამწუხაროდ, ექთანი ნინო კვაჭაძე ვერ ასრულებდა სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რასაც მოწმობს არაერთი დოკუმენტი.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრედოა პაციენტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner