logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: წარმატებული გლეხი, ფერმერი, მოქალაქე ჩვენი მხარის წარმატების გარაანტიაა
- +

25 აგვისტო. 2016. 15:22



„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოფელ მამხუტის, ქვემო არქევანისა და ზემო არქევანის მოსახლეობას შეხვდა.


კანდიდატთან ადგილობრივებმა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრეს.


„ჩვენ ვიცნობთ თითოეული თემის, სოფლის, უბნის და ოჯახის პრობლემას, აქტიურად ვიმუშვებთ, რათა მოქმედი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაიხვეწოს და მათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ. ვიმუშავებთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მწირი მიწების მფლობელებისთვის მიწის (ქონების) გადასახადის შემცირების შესახებ, შევეცდებით მეტი დაფინანსება მოვიზიდოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ გარემო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მეტი ადამიანი დაასაქმონ. წარმატებული გლეხი, ფერმერი , მოქალაქე ჩვენი მხარის წარმატების გარაანტიაა", - განაცხადა ბოლნისის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner