logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო
- +

28 ოქტომბერი. 2022. 17:17

 

საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს. დეკანოზი ამბობს რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შეჰქმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას.

„მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს.

როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი. მითუმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე“, - აგანაცხადა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner