logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საქართველოს პოზიციები ეტაპობრივად იზრდება და ძლიერდება - დავით ჩიხელიძე
- +

28 ოქტომბერი. 2022. 18:24

 

ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტი უაღრესად საჭირო, დროული და მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიოში პროცესები სწრაფი ტემპით ვითარდება, ფაქტია მსოფლიო იცვლება, ახალ მსოფლიოში საქართველომ საკუთარი ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება ირაკლი ღარიბაშვილის ყოველდღიური დაუღალავი მუშაობა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტით და პირადი კომუნიკაციის დახმარებით, უნგრეთი არა ნაცების არამედ საქართველოს მეგობრად რჩება:

„რამდენიმე დღის წინ ალიევი ესტუმრა საქართველოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, რეგიონში მშვიდობის მთავარ გარანტორად და საკუთარი ელექტროენერგიის გამტარ ქვეყნად განიხილავს. გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე უნგრეთში გამართა მაღალი დონის შეხვედრები, რომლის დროსაც საქართველომ ევროინტეგრაციის საკითხში უნგრეთის მტკიცე 

მხარდაჭერა მოიპოვა. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ღიად განაცხადა, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში - ვიტყოდი, დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როცა კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ევროპისთვის საკმაოდ მძლავრი მესიჯი გაკეთდა, რომელმაც ევროკომისიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ. საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანული ენერგომატარებლების საქართველოს გავლით უნგრეთისთვის მიწოდების საკითხს, რომელიც საქართველოს გაივლის. ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას ახალი დონეზე აიყვანს, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიზიტის მეორე მხარე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება. საიდუმლო არაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნგრეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუნდაც ადეიშვილის უნგრეთში გადახვეწა გავიხსენოთ. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტით და პირადი კომუნიკაციის დახმარებით, უნგრეთი არა ნაცების არამედ საქართველოს მეგობრად რჩება.

ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენ გვაქვს როგორც გერმანიის, ასევე, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა! ფაქტი სახეზეა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საქართველოს პოზიციები ეტაპობრივად იზრდება და ძლიერდება!“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner