logo_geo
eng_logo
World Justice Project-ის ანგარიშით დასტურდება, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო - დავით ჩიხელიძე
- +

28 ოქტომბერი. 2022. 18:34

 

მისი თქმით, გაუგებარია რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა კომისია, როდესაც საქართველოს უარი, ხოლო მოლდოვა უკრაინას თანხმობა განუცხადეს:

„საქართველოს პროგრესის მორიგი აღიარება, კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე worldjusticeproject.org-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს.

მისი თქმით, World Justice Project-ის ანგარიშით დასტურდება, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო:

„კანონის უზენაესობის ინდექსის ცნება კომპლექსური მიდგომის შედეგია, რადგან ის საკუთარ თავში 8 კომპონენტს აერთიანებს. სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი.

2021 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა. საინტერესოა, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას (უკრაინა 76, მოლდოვა 68) ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას და ნატოს წევრ 5 ქვეყანას.

World Justice Project-ის ანგარიშით დასტურდება, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. გაუგებარია რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა კომისია, როდესაც საქართველოს უარი, ხოლო მოლდოვა უკრაინას თანხმობა განუცხადეს. სამწუხაროდ, ევროპამ სამართლიანობის პრინციპი დაივიწყა და მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილება რომელმაც ევროკავშირის რეპუტაციას და იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner