რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა.
სერგეი შოიგუს თქმით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, ხოლო მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადის.
სერგეი შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41 000 - უკვე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.