logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება გამოაცხადა
- +

28 ოქტომბერი. 2022. 19:49

 

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა.

 

სერგეი შოიგუს თქმით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, ხოლო მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.

 

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადის.

 

სერგეი შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41 000 - უკვე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner