logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და საქართველოს ევროპული პერსპექტივა ვაღიარეთ - ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს
- +

28 ოქტომბერი. 2022. 20:05

 

 

„ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია და ჰერცოგოვინაში ვიზიტის დროს.

 

„ეს არის სწრაფი ცვლილებების დრო დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში. მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner