კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ტვიტერზე ეხმაურება.
„დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები. ვერ ეგუებიან ჩვენ სუვერენიტეტს! გასცა ბატონმა მცოცავებზე დირექტივა: აბა! სისინი! ერთხმად! ასისინდნენ აქეთ-იქიდან... უნგრეთის პრინციპულობა დაგმეს! ალიევის დაუმორჩილებლობა! ჩვენ ბატონყმობიდან თავის დაღწევა დაგვიწუნეს“, - წერს ხაინდრავა.