logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტი: უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ფერფლად აქცია
- +

28 ოქტომბერი. 2022. 21:40

 

 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ფერფლად აქცია.

 

„24 თებერვალს პუტინმა მხოლოდ წესები კი არ დაარღვია, არამედ თამაში დაასრულა. მან ჭადრაკის დაფა იატაკზე დააგდო!“ - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

„რუსეთის პრეზიდენტმა თავისი იმპერიული შეპყრობით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაიპყრო მიწები, ეჭვქვეშ დააყენა საზღვრები. რუსეთის თავდასხმა თავდასხმაა ყველა იმ გაკვეთილზე, რომელიც მსოფლიომ ორი მსოფლიო ომის შედეგად ისწავლა“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

შტაინმაიერის თქმით, მსოფლიოს უსაფრთხოება უარესდება, მიმდინარეობს ბრძოლა დომინირებისთვის, ჩინეთს სურს გაზარდოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner