თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა რუსული გაზის ევროპაში განაწილებას „თურქული ნაკადის“ გავლით უზრუნველყოფს.
ერდოღანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.
„რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ უზრუნველყოფთ ბუნებრივი აირის განაწილებას რუსეთიდან ევროპაში თურქული ნაკადის გავლით“, - განაცხადა ერდოღანმა.