რუსეთის მიერ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის მოადგილე კირილ სტრემუსოვი აღიარებს, რომ ხერსონის ოლქი უკრაინელი ჯარისკაცების მასშტაბური კონტრშეტევის ქვეშაა.
მისივე თქმით, რუსები თავს „წარმატებით იცავენ“ და უკრაინელთა მცდელობები „წარუმატებელია“.
„ჯერჯერობით არავინ არსად მიდის. უკრაინელების მიერ მუდმივად არის ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მაგრამ მათი შანსები ძალიან დაბალია სიტუაცია სრულად კონტროლდება ჩვენი ჯარების მიერ“, - განაცხადა სტრემუსოვმა.