„პოლონეთის არმიამ თურქეთისგან ბაირაქტარის დრონები მიიღო“, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუს ბლაშჩაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბაირაქტარის პირველი კომპლექსი, რომელიც 6 დრონისგან შედგება, უკვე პოლონეთის არმიის მე-12 ბაზაზეა და მომსახურე პერსონალს შესაბამისი სწავლება თურქეთში გავლილი აქვს.
„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი პოლონეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში. ჩვენ ვიწყებთ ბაირაქტარის კომპლექსების სამხედრო ნაწილებისთვის გადაცემის პროცესს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, თურქეთისთვის შეკვეთილი გვაქვს რადარები და საკონტროლო სადგურებიც“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.