ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საპატიო პრეზიდენტი სტუმრობდა. პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი 25 წლის განმავლობაში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა, ახლა კი საკუთარ გამოცდილებას სტუდენტებსა და ადმინისტრაციას უზიარებს.
ვოლფგანგ ჰერმანი ქუთაისს ინოვაციების პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმის ფარგლებში სტუმრობდა. პროფესორი პირადად არის ჩართული სასწავლებლის სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაში.