განცხადება სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. საავტომობილო გზის კმ3+700-კმ4+000 მონაკვეთზე გრძელდება გზის სავალი ნაწილის საფარის დაგების სამუშაოები“, - აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.