რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა და თან 7 წლის ბავშვი ახლდა.
სავარაუდოდ, მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა.
პაციენტები თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.