ფრანკფურტის აეროპორტში, ირანის დედაქალაქ თეირანიდან ჩაფრენილი თვითმფრინავის შასის მიმდებარედ, ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Euronews წერს.
აეროპორტის თანამშრომლებმა ცხედარი მგზავრების ჩამოსხმის შემდეგ ნახეს. შემთხვევა ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავზე მოხდა.
ავიაკომპანიამ და ფედერალურმა პოლიციამ უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე.