logo_geo
eng_logo
კულება: არ არსებობს უფრო ბუნებრივი არჩევანი ისრაელისთვის, ვიდრე სრულად და უპირობოდ მხარი დაუჭიროს უკრაინას
- +

29 ოქტომბერი. 2022. 01:12

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ისრაელის ყველაზე ბუნებრივი არჩევანია, როდესაც საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბურ ომს.

 

დმიტრო კულებას თქმით, ისრაელთან დისკუსია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ არ არის მარტივი, მაგრამ საბოლოოდ უკრაინა ისრაელს დაარწმუნებს, რადგან პროცესის ლოგიკა უბრალოდ არ უტოვებს ისრაელს სხვა ვარიანტს.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პოლიტიკური მხარდაჭერა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გარკვეული ასპექტები - განსაკუთრებით სადაზვერვო მონაცემების გაცვლა - უკრაინის ინტერესებში შედის, თუმცა ქვეყნის პოზიცია საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიების გადაცემის თაობაზე აბსოლუტურად ნეიტრალური და გაუგებარია.

 

„არ არსებობს უფრო ბუნებრივი არჩევანი ისრაელისთვის, ვიდრე სრულად და უპირობოდ მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ კონფლიქტში. ძალიან ბევრია სასწორზე, მათ შორის თავად ისრაელის რეპუტაცია“, - დასძინა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner