რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში Russia Today-ის პროპაგანდისტი ჟურნალისტი სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის მიერ მართული Russia Today წერს, რომ ბაბაევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა ყირიმში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო-საწვრთნელ მოედანზე მოხდა.