logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მე ჩემი წილი დათო მომიკლეს, მე ლამაზი მეგობარი მყავდა
- +

29 ოქტომბერი. 2022. 19:40

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„29 წელი გასულა... 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში, ხობის ცენტრში, დღის 12 საათზე, თვითმხილველების თვალწინ დახვრიტეს ერთი ლამაზი, მაღალი, ხუჭუჭა, უკეთილესი და უვაჟკაცესი ბიჭი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და კოლეგა დათო ბოლქვაძე, რაც მოასწრო ბოლო სიტყვები იყო არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ, ხელები აწია და ალბათ არ ეგონა, რომ ქართველის ტყვია მოუღებდა ბოლოს. როგორი იყო დათო? აი, ისეთი, ყველა დედა რომ ინატრებდა, განათლებული, აღზრდილი, ორი დის პატრონს არ ეშლებოდა ქალის პატივისცემა, თითქოს, უნდა ეზრუნა ჩვენზე, საღამოს აუცილებლად გამაცილებდა სახლში, დილით ტელევიზიის დერეფანშიც პირველი დათო შემეფეთებოდა, დიდი ბათინკებით დაბრაგუნებდა, ერთხელ ვუთხარი, დათო, იცი, ჩემს საყვარელ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს გავხარ-მეთქი. ეეჰ, ნინიჩკა, რჩეულიშვილმა 24 წლის ასაკში გმირობაც ჩაიდინა და შედევრებიც დატოვა, აი, მე კი რას დავტოვებო? დატოვა, სიყვარული დატოვა, გმირობის მაგალითი დატოვა, ახლაც კი, 29 წლის მერე ისევე მზარავს იმ ტელეფონის ზარის გახსენება, დათო ბოლქვაძე  მოკლეს, მოკლეს, მოკლეს, ლოთმა ქობალიამ მოკლა, ჩურჩულებდნენ. სამეგრელოდან ჩამოსულან თავდახრილი ბიჭები, ერთი ლამაზი გოგოც უყვარდა, უყვარდა ძალიან, სულ მეკითხებოდა რჩევებს, ერთხელ უზარმაზარი თაიგულით ვნახე, დიანასთან მიქონდა, ლამაზი წყვილი იყო ძალიან, ვერ მოასწრო, ვერ მოასწრო ლამაზი ოჯახის შექმნა, მე ჩემი წილი დათო მომიკლეს, მე ლამაზი მეგობარი მყავდა“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner