logo_geo
eng_logo
ზახაროვა: ბრიტანეთის მონაწილეობით რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დავაყენებთ
- +

29 ოქტომბერი. 2022. 19:48

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოზე „ბრიტანეთის თანამონაწილეობით“ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული „ტერაქტების“ საკითხს დააყენებს.

 

ცნობისთვის, რუსეთმა სევასტოპოლში უკრაინელების მიერ დრონებით მოწყობილი თავდასხმა ბრიტანეთს დააბრალა.

 

რუსული მხარე აცხადებს, რომ ბრიტანეთი ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში იყო ჩართული.

 

გარდა ამისა, მოსკოვი ლონდონს გასულ თვეში მომხდარი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის აფეთქებაშიც ადანაშაულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner