რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოზე „ბრიტანეთის თანამონაწილეობით“ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული „ტერაქტების“ საკითხს დააყენებს.
ცნობისთვის, რუსეთმა სევასტოპოლში უკრაინელების მიერ დრონებით მოწყობილი თავდასხმა ბრიტანეთს დააბრალა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ბრიტანეთი ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში იყო ჩართული.
გარდა ამისა, მოსკოვი ლონდონს გასულ თვეში მომხდარი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის აფეთქებაშიც ადანაშაულებს.