logo_geo
eng_logo
ერმაკი: რუსები ვერ ხვდებიან, რომ ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ და მათი დრო დასასრულს უახლოვდება
- +

29 ოქტომბერი. 2022. 21:52

 

 

რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, რუსული შანტაჟი უკვე პრიმიტიული გახდა.

 

„ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული შანტაჟი, საკვების შანტაში, ფანტასტიკა „ბინძურ ბომბზე“, რომელზედაც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერორისტული თავდასხმები საკუთარ ობიექტებზე. ყველაფერი ზედმეტად პრიმიტიული და პროგნოზირებადია. ეს არის კრიმინალების აგონია, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ და მათი დრო დასასრულს უახლოვდება“, - აცხადებს ერმაკი.

 

ცნობისთვის,  რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის გამო, „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვება გადაწყვიტა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner