logo_geo
eng_logo
პესკოვი: პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის გამართვა ჯერჯერობით არ იგეგმება
- +

29 ოქტომბერი. 2022. 22:36

 

 

კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ჰკითხეს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გასაუბრებას.

 

„ჯერჯერობით არა“, - განაცხადა პესკოვმა.

 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის გამო, „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვება გადაწყვიტა. 

 

შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმება თურქეთის შუამავლობით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებდა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner