კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ჰკითხეს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გასაუბრებას.
„ჯერჯერობით არა“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის გამო, „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმება თურქეთის შუამავლობით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებდა.