ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო ნომრად 8 დაუტოვა.
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათი პარტიისთვის ნომრის შენარჩუნებას მხარი არ დაუჭირეს ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძის, რესპუბლიკური პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.
„დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა. ჩვენს პარტიას მიენიჭა საარჩევნო ნომერი 8! მხარი არ დაგვიჭირეს შემდეგმა პარტიებმა: ნინო ბურჯანაძის პარტიამ, ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ნაცები! რა ბუკეტია?!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.