კორეის დედაქალაქ სეულის იტევონის რაიონში ჰელოუინის აღნიშვნის დროს ვიწრო ქუჩაზე მასობრივი ჭყლეტა მოხდა. პირველადი მონაცემებით დაიღუპა სულ მცირე 120, ხოლო დაშავდა 100 ადამიანი. 74 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილებიდან 46 ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
სეულში მდებარე იტევონის რაიონი, არის შეკრებებისთვის პოპულარული ადგილი. რაიონში მდებარეობს მრავალი ღამის კლუბი და ბარი. წელს იქ ჰელოუინის აღსანიშნად 100 000 ადამიანი შეიკრიბა. ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი და პირველი ფესტივალი, რომელზეც ნიღბის ტარება სავალდებულო არ იყო COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ.