ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მომხდარის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა.
მსხვერპლთა უმეტესობა ავტოფარეხის სიახლოვეს არსებულ სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ავტომობილზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ გამოიწვია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.