logo_geo
eng_logo
სულ მცირე 10 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - ერაყში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

30 ოქტომბერი. 2022. 00:38

 

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

მომხდარის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა.

 

მსხვერპლთა უმეტესობა ავტოფარეხის სიახლოვეს არსებულ სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ავტომობილზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ გამოიწვია.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner