logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის?
- +

30 ოქტომბერი. 2022. 01:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური შიმშილის ან როგორც მინიმუმ, ფასების მკაცრი კრიზისის პირობებში აღმოჩნდეს. “მაგრამ რატომ შეუძლია სადღაც კრემლში მყოფ პირთა ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი ეგვიპტეში ან ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიო აქვს ძალა, რომ ხალხი ამისგან დაიცვას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ჩაშლის შესახებ რუსეთის განცხადება “საკმაოდ პროგნოზირებადი” იყო, ვინაიდან მოსკოვმა სასურსათო კრიზისის გააზრებულად გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როდესაც სურსათით სავსე უკრაინული გემების მოძრაობა დაბლოკა.

 

„სექტემბრიდან დღემდე, მარცვლეულის დერეფანში უკვე 176 გემი დაგროვდა, რომელსაც არ შეუძლია თავისი მარშრუტით გასვლა. ეს რუსეთის სრულიად გააზრებული ბლოკადაა”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner