logo_geo
eng_logo
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე: ხერსონი და ჩერნობაევკა იცლება - ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება
- +

30 ოქტომბერი. 2022. 01:31

 

 

 

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერჰი ხლანის ინფორმაციით, ხერსონსა და ჩერნობაევკაში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება. მისივე თქმით, ხერსონში ნაკლები რუსია, მაგრამ ისინი განაგრძობენ ქალაქის ძარცვას, ხოლო ჩერნობაევკა რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად სრულიად დაიცალა.

 

ქალაქ ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება. გამაგრებები არ ჩანს. რაიმე ახალი ნაგებობები, ქვიშიანი ტომერები და ბლოკ-საგუშაგოები - ეს ყველაფერი არ შეინიშნება. მათ განაცხადეს, თითქოს ევაკუაცია დასრულდა, თუმცა ძარცვას განაგრძობენ. გუშინ აღინიშნებოდა, რომ ოკუპანტები აგრძელებდნენ სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობის გატანას, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანების. ჩვენ ვნახეთ ჩერნობაევკას სატელიტური სურათები, რომელიც სრულიად ცარიელია. ჩერნობაევკა სრულიად დაიცალა ტექნიკისგან და საბრძოლო მასალისგან. ეს ხდება პირველად ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის ოკუპაციის დღიდან”, - განაცხადა ხლანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner