logo_geo
eng_logo
ძიუდოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

30 ოქტომბერი. 2022. 01:45

 

 

 

ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტატამზე 9 ქართველი წარსდგა, მათგან 5 კი ფინალურ­ ბლოკში გადავიდა. 90 კგ-ში ნიკა ხარაზიშვილმა ფინალში უკრაინელი მარატ კრიჟანსკი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. 100 კგ წონით კატეგორიაში კი ილია სულამანიძემ ტიტული დაიცვა და ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა.

 

ილია სულამანიძემ ფინალში უნგრელი ზსომბერ ვეგს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 21 წლის ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელი იონას შრაიბერი შიდოების ხარჯზე დაამარცხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner