logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფატი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

30 ოქტომბერი. 2022. 17:09

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

 

პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner