„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჩემთვის ქრისტიანობის მტერი სოროსის და სეპარატისტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშის ფონზე თავმოწონებული დუგინის მონები ერთი დიდი ღალატის 2 მხარეა - დიახ ორივე მოღალატეა და საქართველოს მტერი!
მაშინ, როდესაც ერს ჰყავს დიდი ილია და დიდი ზვიადი - რა უბედურებად სჭირდება სატანის მოციქული სოროსი თუ ქართველების სისხლს მოწყურებული დუგინი?!
დიახ - არ მინდა სოროსი, არ მინდა გარყვნილების პროპაგანდა, არ მინდა განარკომანებული ერი, არ მინდა კაბიანი ბიჭები და წვერებიანი გოგოები, არ მინდა ეკლესიის მტრები მთავრობაში - არ მინდა ყველა ის სიბილწე, რასაც მოღალატე- ლიბერასტები ნერგავენ!!!
არც რუსული იმპერიალიზმი მინდა, არც ოკუპანტი ჯარი მინდა, არც რეგრესი-ჩამორჩენილობა მინდა, არც რუსული შოვინიზმი მინდა, არც რუსის ჯარისკაცის ჩექმა, არც ლენინი-ტროცკი თუ სხვა სატანის მიმდევრები მინდა, არც დიქტატურა მინდა და არც ის თანამედროვე რუსეთი მინდა, რომელიც კორუფციის ჭაობშია ჩაფლული!!!
ახლა ე.წ. პროამერიკელები რუსეთუმეს დამიძახებენ, ხოლო პრორუსები პროდასავლელს მიწოდებენ - ორივე მხარე ერთნაირად შემაჩვენებს - არადა, ეს სულგაყიდული მანქურთები ვერ ხვდებიან, რომ - ქართველი ვარ, ქართველი, ქართველი ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე!!!
რით ვერ გაიგეთ - ქართველი ვარ და ყველაფერი ქართული მინდა, პოლიტიკაც ქართული მსურს, ეკონომიკაც, ზნეობაც, მორალიც, რწმენაც - ყველაფერი ქართული მინდა, მხოლოდ ქართული, უნიკალური და უძველესი!!!
ამიტომ - მე არცერთი გადამთიელის არ მჯერა, მხოლოდ ილიას და ზვიადის ამ სიტყვების მჯერა:
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, - წმინდა ილია მართალი;
„ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“, - ზვიად (განმათავისუფლებელი) გამსახურდია)“, - წერს სანდრო ბრეგაძე.