logo_geo
eng_logo
დიმიტრი გვრიტიშვილი: მათ არ მოსწონთ რომ სასამართლო კორპუსი ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ წინასწარ კონსულტაციებს არ მართავს არავისთან, მათ შორის არც არასამთავრობო სექტორთან
- +

30 ოქტომბერი. 2022. 22:39

 

სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის მიზანი არის მარტივი, კონტროლის მოპოვება სასამართლო ხელისუფლებაზე. მათ არ მოსწონთ რომ სასამართლო კორპუსი ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ წინასწარ კონსულტაციებს არ მართავს არავისთან, მათ შორის არც არასამთავრობო სექტორთან, მით უმეტეს არც ვთქვათ რომელიმე უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“-ში განაცხადა.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არსიც ეს არის. პოლიტიზებულია ჩვენი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, კოლექტიური გიგაურები. მე არაერთ ევროპულ სახელმწიფოში ვყოფილვარ და ყოველთვის მაინტერესებს არასამთავრობო სექტორის როლი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებაში. ყველას უკვირს ისეთი აქტიური, ისეთი პოლიტიზებული, როგორიც ეს არის საქართველოში არსად, არცერთ სახემწიფოშ მე არ შემხვედრია“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner