logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თავდაცვის მინისტრის სახელით, სამხედრო მოსამსახურეებზე ზეწოლა ხორციელდება!
- +

9 მარტი. 2016. 14:25


მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში, სამხედრო მოსამსახურეებზე თავდაცვის მინისტრის სახელით ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ პროკურატურას ჩვენება არ მისცენ. როგორც ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებს პოსტებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

 

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საგარეჯოში არჩევნების ფალსიფიკაციის თაობაზე, თავდაცვის მინისტრის სახელით სამხედრო მოსამსახურეებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ არ მისცენ გამოძიებას ობიექტური ჩვენება. ეს ინფორმაცია პირადად მე მომწაოდა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა.

 

მსტოვრები, რომლებსაც თავდაცვის მინსიტრი სამხედრო ნაწილებში აგზავნის, ესაუბრებიან სამხედრო მოსამსახურეებს, რომ თავდაცვის მინისტრს აქვს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა უცხოეთიდან, აქედან გამომდინარე მას თანამდებობიდან არავინ გადააყენებს, ხოლო თუ ისინი მისცემენ გამოძიებას ჩვენებას არჩევნების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ კონტრაქტები და გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

 

სანდრო ბრეგაძე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ გამოძიების დასრულებამდე, თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩეროს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner