logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მაღალი თანამდებობის პირებს მეტი მოთმინება მართებთ
- +

25 აგვისტო. 2016. 15:54



რუსთავი 2- თან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრი  კახა კალაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისადმი გუშინ გამოყენებულ გამონათქვამს „მაიმუნი  ვირიშვილი"გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ"



„მეტი პატივისცემა გვმართებს ერთმანეთის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობოს წარმომადგენელი ხარ, ჟურნალისტი თუ მაღალი თანამდებობის პირი, ვფიქრობ, უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა ერთმანეთის მიმართ საჭირო და მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ"- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს "მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მერიის კრიტიკა მოყვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner