არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ მიღებული რუსული ფული მის პარტიასთან კავშირში არ არის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - მოიკითხა ან შეისწავლა თუ არა ელენე ხოშტარიას პარტიის რუსულ ფულთან კავშირი, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში დიდი გამოხმაურება მოყვა ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებულ განცხადებებს, მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ ხოშტარია სწორედ რუსული ფულით ფინანსდებოდა და ამ გადმორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს, ეკა გიგაური პასუხობს:
„არა, აქ პარტიაზე არ იყო საუბარი, აქ საუბარი იყო მის ოჯახზე და მას ეს არ უარუყვია, პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა“, - აღნიშნა გიგაურმა.