logo_geo
eng_logo
თემურ კუპატაძე: დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე
- +

31 ოქტომბერი. 2022. 12:51

 

 

სპეცოპერაციის შედეგად თბილისსა და რეგიონებში 10-ზე მეტი პირია დაკავებული, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ განაცხადა.

 

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში დილიდან მიმდინარეობს. ამავე ცნობით, დაკავებულია საქართველოს, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები.

 

„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები. თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ყველა მტკიცებულება არსებობს საქმეში, ეს ადამიანები დაკავებულები არიან მოსამართლის განჩინების საფუძველზე.  არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები“, - აცხადებს თემურ კუპატაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner