logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია საკუთარი გაუაზრებელი პოლიტიკით, არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ საქართველოს და საკუთარ ამომრჩეველს ებრძვის
- +

31 ოქტომბერი. 2022. 14:16

 

 

„ოპოზიციის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაა, აღნიშნულს გიორგი ვაშაძის და გირჩი ჯაფარიძის განცხადებებიც ადასტურებს. ვაშაძის განცხადებით, „თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი არჩევნები აქვს მოგებული“. ჯაფარიძე კი 99%-იანი სიზუსტით ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარ გამოწვევას არა საქართველოს წინსვლა, არამედ უკუსვლა და დასუსტება წარმოადგენს:

 

„ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა, კანდიდატის სტატუსის მიღებით, ოპოზიცია მთავარ მიზანს, არჩევნებში გამარჯვებას შორდება, შესაბამისად მათ მთავარ გამოწვევას არა საქართველოს წინსვლა, არამედ უკუსვლა და დასუსტება წარმოადგენს. ოპოზიცია საკუთარი გაუაზრებელი პოლიტიკით, არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ საქართველოს და საკუთარ ამომრჩეველს ებრძვის. სწორედ სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია მათი ევროპაში ვიზიტი და დახურულ კარს მიღმა შეხვედრები, სადაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარი ევროინტეგრაციის ხელშეშლას შეეხებოდა და არა საქართველოს პოზიციების გაძლიერებას.

 

სტატუსის არმიღებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც დაეკისრება, რადგან მათ მთავრობის მიერ შექმნილ ჯგუფებში მუშაობაზე უარი განაცხადეს, უფრო მეტიც, ალტერნატიული ჯგუფები შექმნეს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნდა და გაბუტული ბავშვების შეკრების ადგილს წარმოადგენდა.

 

P.S. საინტერესოა, როცა ევროპა პოლარიზაციის შემცირებას გვთხოვს, რატომ არ ჰქონდა რეაქცია ოპოზიციის ე.წ. ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებზე? ეს ხომ ერთ-ერთი რეკომენდაციის პირდაპირი, მკაფიო დარღვევაა?!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner